მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გავლენა“ არ არის მხოლოდ ნეგატიური, რადგან არსებობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა - რატი ბრეგაძე "რუსულ კანონზე"

რატი ბრეგაძე

სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აინტერესებთ, რა ტიპის გავლენას ახდენს საქართველოს განვითარებაზე რომელიმე უცხოური სახელმწიფო თუ ფონდი - მის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კანონის სათაური შეიცავს სიტყვა „გამჭვირვალობას“ და არ ერჩის არავის.

„კანონის სათაური შეიცავს სიტყვა „გამჭვირვალობას“ - ის არ ერჩის არავის, საუბარი არის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესზე, იცოდეს, თუ რა ტიპის უცხოური გავლენები არსებობს საქართველოში, და აქ, ვფიქრობ, არაბუნებრივი არაფერია.

ადამიანებს, რომლებიც არგუმენტაციის გარეშე იბრძვიან ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და უბრალოდ ამბობენ, რომ ის არის ცუდი, მთავარ არგუმენტად გამოაქვთ სიტყვა „გავლენა“. ვფიქრობ, რომ ეს მათსავე წისქვილზე სათანადოდ არ ასხამს წყალს და პირიქით, შესაძლებელია, მათთვის ნეგატიურ მხარედაც იყოს განხილული, რადგან ამ სიტყვა „გავლენას“ იყენებენ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში.

არადა, სიტყვა „გავლენა“ იმთავითვე არ არის მხოლოდ ნეგატიური - არსებობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენაც. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილან ადამიანები, რომლებსაც დადებითი როლი უთამაშიათ და ასევე ყოფილან ადამიანები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა მოუხდენიათ. შესაბამისად, არსებობს გავლენის მინიმუმ ორი ტიპი: დადებითი და უარყოფითი.

კანონი საერთოდ არ ახსენებს დადებითს ან უარყოფითს, საუბარია გავლენაზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აინტერესებთ, რა ტიპის გავლენას ახდენს საქართველოს განვითარებაზე რომელიმე უცხოური სახელმწიფო თუ ფონდი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები