საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. მათი თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ დაფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი წერს.
მისი თქმით, მომდევნო 14 დღე ტურიზმის ადმინისტრაცია ყველა მათგანზე იზრუნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში ყველა მგზავრს უწევს 14–დღიანი კარანტინის გავლა. როგორც წესი, ჩამოსულებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებში ათავსებენ.




























