მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციები განახევრდა - რომელ დარგებსა და კომპანიებში ჩაიდო ამერიკული FDI?

FDI

2024 წელს საქართველოში ამერიკიდან პირდაპირი ინვესტიციები თითქმის განახევრდა. წლის განმავლობაში შტატებიდან FDI-ის სახით ქვეყნის ეკონომიკაში 98.3 მლნ დოლარი ჩაიდო, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 46%-ით ნაკლებია.

ამგვარად, აშშ-მ 2024 წლის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

BM.GE-მ საქსტატიდან დარგები და კომპანიები გამოითხოვა, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიციები ჩაიდო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ამერიკული ინვესტიციები ძირითადად უძრავი ქონების სექტორში იდებოდა, რაზედაც შტატებიდან შემოსული FDI-ის თითქმის მესამედი მოდიოდა. სექტორების რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. უძრავი ქონება - $37.7 მლნ;
  2. ინფორმაცია და კომუნიკაცია - $19.6 მლნ;
  3. განათლება - $14.9 მლნ;
  4. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $9.1 მლნ;
  5. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - $6.4 მლნ;
  6. ტრანსპორტი და დასაწყობება - $1.2 მლნ;
  7. ენერგეტიკა - ...;
  8. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $809 ათასი;
  9. საბითუმო და საცალო ვაჭრობა - $712 მლნ;
  10. მშენებლობა - $401 ათასი.

რაც შეეხება კომპანია, სადაც გასული წლის განმავლობაში ამერიკული ინვესტიციები ყველაზე დიდი მოცულობით ჩაიდო, TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  • რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობა;
  • World Vision International-ის ფილიალი საქართველოში;
  • ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში;
  • საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი (IREX);
  • საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო;
  • ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
  • ეი არ დი, ინკ. ფილიალი;
  • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია);
  • შპს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური

საქსტატში განმარტავენ, რომ ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების მონაცემები კონფიდენციალურია, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, თუ ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები