მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი უკრაინას $275 მილიონით დაეხმარება

სს

აშშ-მა უკრაინისთვის $275 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ეს დახმარება მიმართულია ხარკოვთან რუსეთის შეტევის მოგერიების დასახმარებლად.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს HIMARS-ისთვის, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ის და AT4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, რაკეტებს, ასევე სხვა შეიარაღებასა და აღჭურვილობას.

აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ამ დროს, როდესაც მტერმა გააძლიერა თავდასხმები ეს პაკეტი ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები