მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ბაჰრეინის პორტში თავდასხმა განხორციელდა

Stena Imperative

ბაჰრეინის პორტში აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Stena Imperative-ზე იერიში მიიტანეს, რამაც ხომალდზე ხანძარი გამოიწვია. Reuters-ის ინფორმაციით, ხომალდს გამთენიისას ორი ჭურვი მოხვდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა და მათი ევაკუაცია ხომალდიდან უკვე განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი პირველი ხომალდი, რომელიც შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე დაწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ თეირანმა ყურის ქვეყნებსა და ისრაელზე მასშტაბური თავდასხმები დაიწყო.

ხომალდის მფლობელ კომპანია Stena Bulk-ს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ ტანკერმა საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ ბოლო სიგნალი სწორედ 28 თებერვალს გაგზავნა, რის შემდეგაც რეგიონში საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები