მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა I კვარტალში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

649d7d8b0c109
გიორგი თოლორდავა
29.06.23 16:52
1364
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 2%-ით გაიზარდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ბიუროს განმარტებით, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა სავაჭრო დეფიციტის შემცირებითა და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული. აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის და არსებობს იმის შანსიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციის მოთოკვის ამოცანას თავი ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად შეფერხების გარეშეც გაართვას.

შედარებისთვის, 2022 წლის I კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.6%-ით შემცირდა; II კვარტალში ვარდნის მაჩვენებელი 0.6%-ს შეადგენდა; ხოლო III კვარტალში მშპ-ის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, 3.2%-ით გაიზარდა; IV კვარტალში ზრდის მაჩვენებელი 2.6% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები