მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ელჩის მშ გივი მიქანაძეს შეხვდა - მხარეებმა აშშ-ის გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს

მიქანაძე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ საგანმანათლებლო კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„მათ ისაუბრეს აშშ-ის გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირს უწყობს ხელს, ასევე 34-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერაზე“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები