პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრა გაუქმდა.
არადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩს შეხვდებოდა. ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ ეს შეხვედრა ელჩთან შეთანხმებულია.
"შეხვედრა არ შემდგარა. ესეც არის საინტერესო დეტალი, რასაც ვამბობთ ზუსტად ამ სცენარში ჯდება. მოქმედ ადმინისტრაციას ნამდვილად არ სურდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ელჩი დამოკიდებულია იმაზე რასაც ეტყვის მისი ადმინისტრაცია. ამაზე ელჩი არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერიც არის იმის მანიშნებელი რომ ყველაფერი არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, გრძელდებოდა შანტაჟი", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აშშ-ის ელჩი ახალ ადმინისტრაციას ელოდება და ამის მიხედვით იმოქმედებს იანვრიდან.




























