მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ერთ-ერთმა შტატმა $100 მილიონის ბიტკოინი შეიძინა

ბტც

ვისკონსინის შტატმა ამერიკის შეერთებული შტატების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - მისმა საინვესტიციო საბჭომ, იგივე საპენსიო ფონდმა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის ETF შეიძინა, რაც საშტატო დონეზე კრიპტოაქტივში განხორციელებული ინვესტიციის პირველი შემთხვევაა.

როგორც მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული, საპენსიო ფონდმა არჩევანი Grayscale-ის მიერ გამოშვებულ ბიტკოინის ETF-ზე შეაჩერა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

საინვესტიციო საბჭოს განცხადებით, ბიტკოინს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ ის გარკვეული მოცულობით საინვესტიციო პორტფელში წარმოდგენილი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები