მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

ჯერომ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 3.50-3.75%-ის დიაპაზონში შენარჩუნდება.

უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება და ენერგეტიკული რესურსების გაძვირების გამო, ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური ზეწოლა, FED-ს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქოს.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური რეზერვის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ბაზრის თითქმის 99% მოელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები