აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სექტორისა და ის კომპანიებისთვის, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი წერია, რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ.
სანქციების სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.