მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა $10 მილიარდის ბიტკოინს აკონტროლებს

us btc

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამჟამად 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს აკონტროლებს.

ფედერალურ პორტფელში ამ აქტივების თავმოყრა იუსტიციის დეპარტამენტის აქტივობებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, კიბერდამნაშავეების, თაღლითებისა და ჰაკერების დაკავების შემდეგ, ჩამორთმეული აქტივები ამერიკის მთავრობის კუთვნილებაში გადადის.

ყველაზე დიდი მოცულობით კრიპტოაქტივები დარკ-ვებ ბაზრიდან, Silk Road-დან არის ამოღებული. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია ჰაკერული დაჯგუფებების წევრების დაკავების შედეგად ამოღებული აქტივების მოცულობაც.

როგორც წესი, საგამოძიებო პროცესის დასრულების შემდეგ, იუსტიციის დეპარტამენტი ჩამორთმეულ აქტივებს აუქციონის წესით ყიდის. ამ მეთოდით ამერიკის მთავრობას უკვე გაყიდული აქვს მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების კრიპტოაქტივები.