მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მთავრობამ, JPMorgan-ის გავლით, რუსეთს $2-მილიარდიანი ტრანზაქცია გაუყინა

პუტინი

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი პლანეტის ყველაზე სანქცირებულ სახელმწიფოდ იქცა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანას მოსკოვთან პარტნიორობა მაინც არ შეუჩერებია. ერთ-ერთი ასეთია თურქეთი, რომელიც რუსეთის ჩართულობითა და დაფინანსებით, ბირთვულ ელექტროსადგურს აშენებს.

საერთო ჯამში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსეთს ამ პროექტის დასაფინანსებლად $5 მილიარდი აქვს გამოყოფილი, რაც მოსკოვისთვის სერიოზულ ინვესტიციას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ტრანზაქციები ამერიკული ბანკების, JPMorgan-ის და Citigroup-ის გავლით ხორციელდებოდა, რაც სტანდარტულ პრაქტიკად ითვლება, თუმცა რუსეთი არ არის სტანდარტული სახელმწიფო.

როგორც The Wall Street Journal-ის გამოძიებიდან ირკვევა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა JPMorgan-ს ერთ-ერთი მსხვილი ტრანშის გაყინვა დაავალა, რომლის მოცულობა $2 მილიარდი იყო. როგორც ცნობილია, ეს თანხა დღემდე JPMorgan-ის ანგარიშზეა გაჩერებული და ბანკის ხელმძღვანელობამ არ იცის, თუ რა მოუხერხონ მას, რადგან აშშ-ის მთავრობას არც კონფისკაციის ბრძანება გაუცია და არც თანხის უკან დაბრუნების, შესაბამისად, გაყინული რუსული ტრანზაქცია JPMorgan-ისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს, რომლის მოგვარებაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები