ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე, ხარკოვის მახლობლად ამერიკის მიერ გადაცემული სამხედრო იარაღის გამოყენების უფლება მისცა.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, უკრაინას ექნება საშუალება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო შენაერთებსა და ბაზებზე იერიში მიიტანოს. სანამ ვაშინგტონსა და კიევს შორის ეს შეთანხმება შედგებოდა, უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით, საკუთარ ტერიტორიაზე შეეძლო, რაც რუსეთის არმიას მომზადების საშუალებას აძლევდა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას ისევ არ აქვს რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის რაკეტების და მძიმე არტილერიის გამოყენების უფლება. ასევე, შეზღუდვა ვრცელდება ისეთ ქალაქებსა და რეგიონებზე, რომლებიც უშუალოდ უკრაინას არ ესაზღვრებიან.
აშშ-ის გარდა, იარაღის გაცემის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს სხვა სახელმწიფოებმაც. მაგალითად, ბელგიამ და დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. ასევე, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ამ მიმართულებით იარაღის გაცემაზე აქტიურად მსჯელობენ. აგრეთვე, ანალოგიურ სენტიმენტს იზიარებს NATO-ს გენერალური მდივანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ომში გამარჯვებისათვის უკრაინას საპასუხო იერიშის განხორციელების უფლება უნდა მიეცეს.