მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის პროდუქტის უსაფრთხოების კომისია Shein-სა და Temu-ს წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

shein

ამერიკის შეერთებული შტატების სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისიამ სააგენტოს ელექტრონული კომერციის გიგანტების, Shein-ისა და Temu-ს წინააღმდეგ გამოძიების წარმოება დაავალა მას შემდეგ, რაც ორივე პლატფორმაზე ბავშვებისა და ჩვილების სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტები აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროდუქტები, რომლებიც ჯერ კიდევ ივლისში ბავშვებისა და ჩვილებისთვის უსაფრთხოდ გამოცხადდა, ორივე პლატფორმაზე კვლავ ხელმისაწვდომია და მათი შეძენა ნებისმიერს შეუძლია.

კერძოდ, კომისარმა პიტერ ფილდმენმა და დუგლას ზიაკმა სააგენტოს Shein-ის, Temu-სა და სხვა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრონული კომერციის პლატფორმების შეფასება დაავალა, თუ რამდენად იცავენ ისინი აშშ-ის კანონმდებლობას, როგორ შუამავლობენ ისინი მომხმარებელსა და გამყიდველს შორის და წარმოადგენენ იმპორტულ პროდუქციას.

Shein-სა და Temu-ს შეერთებულ შტატებში იაფი პროდუქცია ჩინეთიდან შეაქვთ. კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით, რომელიც $800-ზე ნაკლებად შეფასებულ ამანათებს საბაჟო ტარიფებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ ამანათები მყიდველს პირდაპირ ბარდება, ორივე პლატფორმა არაკეთილსინდისიერად სარგებლობს.

კერძოდ, კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დაბალმა ფასებმა და საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლებამ აშშ-ში ორივე პლატფორმის პოპულარობას შეუწყო ხელი, რის გამოც მათი პროდუქციის ხარისხი განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს.

აშშ-ის პროდუქტის უსაფრთხოების სააგენტოს საპასუხოდ, განცხადება Temu-ს წარმომადგენელმა ამერიკულ მედიასთან აღნიშნა, რომ პლატფორმა თითოეულ გამყიდველს წესებისა და რეგულაციების დაცვას სთხოვს, მათ შორის პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების.

Shein-ის მიერ FOX-სთვის გაგზავნილ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სინგაპურული კომპანიისთვის მომხმარებლის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ წელს $10-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები