მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-მა Temu-ს და Shein-ის კონკურენტი პლატფორმა ჩაუშვა - პროდუქტის მაქსიმალური ფასი $20-ია

amazon
სტატიაში საუბარია:

ელექტრონული კომერციის გიგანტმა Amazon-მა ახალი პლატფორმა, Haul აამოქმედა, სადაც პროდუქციაზე მაქსიმალური ფასი $20-ია - კომპანია ამით ბიუჯეტურ რითეილერებს, Temu-სა და Shein-ს, უწევს კონკურენციას. ამის შესახებ BBC წერს.

Haul მობილური აპლიკაციაა, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით, Amazon-ის პლატფორმაზე გამოჩნდა. აპლიკაციის აღწერაში ნათქვამია, რომ მომხმარებლები "გიჟურად იაფ ფასებს" უნდა ელოდონ ისეთ ნივთებზე, რომლებისთვისაც ლოდინი ღირს: Haul შეკვეთის მიწოდების ვადად 2 კვირას ასახელებს.

Amazon-ის კონკურენტები ბოლო წლებში ზრდის სწრაფ ტენდენციას აფიქსირებდნენ, თუმცა Temu და Shein კრიტიკის სამიზნეც არაერთხელ გამხდარან, რაც გარემოზე მათი მავნე ზეგავლენით აიხსნება. ამასთან, Amazon-ის მომხმარებლები დიდხანს ელოდნენ Haul-ის ტიპის აპლიკაციას, რომელიც მათ ხელმისაწვდომ პროდუქციას შესთავაზებდა, თუნდაც ხანგრძლივი მოლოდინის დროით.

ამ ფონზე, მსოფლიო მარეგულირებელი ორგანიზაციები მასობრივი წარმოების იაფფასიანი პროდუქციის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ევროპულმა კომისიამ უკვე წამოიწყო გამოძიება Temu-ს წინააღმდეგ, რომელსაც პლატფორმაზე არალეგალური პროდუქტის განთავსებაში ედავებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები