მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ობლიგაციები

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა ზედიზედ მეშვიდე სესიის განმავლობაში გაიზარდა და 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. როგორც ირკვევა, გლობალური სასესხო ხარჯების საზომმა - 10-წლიანმა შემოსავლიანობამ 5.31%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მართალია, ნავთობის მცირედით გაიაფებამ ბაზარი მოგვიანებით 5.28%-ის დონემდე დაასტაბილურა, თუმცა ანალიტიკოსები მოელიან, რომ ვიდრე გლობალური კრიზისი გრძელდება, მაჩვენებელი კვლავ გადასცდება 20-წლიან მაქსიმუმს.

LSEG-ის მონაცემებით, სექტემბრის კვარტალში 10-წლიანი ქაღალდების შემოსავლიანობამ უკვე დააფიქსირა 87.1 საბაზისო პუნქტის მატება, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრ კვარტალურ ზრდას ნიშნავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გლობალურ ბაზრებზე განაკვეთების მატება პირდაპირ უკავშირდება ენერგორესურსების გაძვირებას. ეს კი, თავის მხრივ, ინფლაციურ წნეხს მუდმივად აძლიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები