მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს

ვიქტორია ნულანდი
06.03.24 14:52
265

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიქტორია ნულანდმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა, აღნიშნული თანამდებობა შვიდი თვის წინ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.

CNN-ის ინფორმაციით, დროებით მის თანამდებობას ჯონ ბასი შეითავსებს, რომელიც საორგანიზაციო და მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა.

ნულანდის კარიერა 1990-იან წლებში მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მოღვაწეობას, ნატოში აშშ-ის ელჩად და ჰილარი კლინტონის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერად მუშაობის გამოცდილებას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები