მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სენატმა უკრაინის დასახმარებლად $40-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

6287567de5fa8
გიორგი თოლორდავა
20.05.22 12:52
751
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ომით დაზარალებული უკრაინის მხარდასაჭერად $40-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ, ასევე სამხედრო დახმარებას. მის დამტკიცებას მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, დოკუმენტი კი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დახმარების პაკეტი ოფიციალურად შევა ძალაში.

„ჩვენი გზავნილი ეს არის: ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად განაგრძობს იმ დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც ავტოკრატიული რეჟიმები თავს ესხმიან.

რონალდ რეიგანმა რვა წელი გაატარა საბჭოთა კავშირის დასამხობად და მის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოების გასათავისუფლებლად. ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ მის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე“, - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები