რამდენიმედღიან უამინდობას, შტორმსა და ტორნადოებს ამერიკის ცენტრალურ შტატებში სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, კრიტიკულად მძიმედაა რამდენიმე ათეული. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ვითარება განსაკუთრებით მძიმე მისურისა და კენტუკის შტატებშია, სადაც გარდაცვლილია სულ მცირე 25 ადამიანი.
საგაზაფხულო ტორნადოების სეზონი მიმდინარე წელს განსაკუთრებულად დამაზიანებელი აღმოჩნდა აშშ-ის ცენტრალური ნაწილისთვის. რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსტრემალური ამინდი რეგიონს ორჯერ დაატყდა თავს. შუა აღმოსავლეთსა და შუა ატლანტიკში ძლიერ შტორმს პარასკევს ტორნადო მოჰყვა.
წინასწარი დათვლებით, შაბათ დილამდე ექსპერტებმა 26 ტორნადო დათვალეს, რომელთა ძირითადი ნაწილი ინდიანასა და კენტუკის შტატებში დაფიქსირდა. მიუხედავად მაღალი რიცხვისა, იმავე რეგიონში ერთ დღეში რეკორდული, 107 ტორნადო მიმდინარე წლის 2 აპრილს დაფიქსირდა.
მწვავე უამინდობა იყო კენტუკის ლორელისა და პულასკის ოლქებში, სადაც 18 ადამიანი დაიღუპა. უამინდობამ დააზიანა შენობა-ნაგებობები, ლონდონ-კორბინის აეროპორტში კი ცარიელი თვითმფრინავი თავდაყირა ამოატრიალა. აეროპორტის ცნობით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ასეულობით ოჯახს და ბიზნესს.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ცენტრალურ აშშ-ში ამინდის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ძლიერ ქარს და სეტყვას ელიან სამხრეთ ოკლაჰომასა და ტეხასშიც.




























