აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთისა და ბელარუსის 120 ორგანიზაციას შეზღუდვებს უწესებს. სიაში მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან თავდაცვის, აერონავტიკისა და საზღვაო სექტორთან.
"ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ თავს დასხმოდა უკრაინას, თავიანთი ქვეყნის და ეკონომიკის იზოლირება გამოიწვია გლობალური ვაჭრობიდან. დღევანდელი ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ იზოლირებას იწვევს, ვინაიდან სიას რუსული და ბელარუსული 120 სუბიექტი ემატება აერონავტიკის, საზღვაო და თავდაცვის სექტორებში", - განაცხადა ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ.
აღსანიშნავია, რომ შემზღუდავი ზომები მოიცავს ექსპორტსა და რეექსპოტზე შეზღუდვებს.




























