მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მ სამხრეთ აფრიკას ფინანსური დახმარება შეუჩერა

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სამხრეთ აფრიკას საგარეო დახმარება შეაჩერა. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება, რადგან დონალდ ტრამპი მის კოლეგა სირილ რამაფოსას რასობრივ ნიადაგზე მოქალაქეების მიწების კონფისკაციაში ადანაშაულებს. 2023 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკას $440 მილიონი გამოუყო, რომელიც ქვეყანაში შიდსის აღმოსაფხვრელადაა მიმართული.

სამხრეთ აფრიკის მიმართ საგარეო დახმარება აშშ-ის ხელისუფლებას სამუდამოდ არ შეუჩერებია, ხოლო ამჟამად დაწესებული შეზღუდვა იმ დრომდე იმოქმედებს, სანამ გამოძიება დაადგენს, მართალია თუ არა ის, რაშიც დონალდ ტრამპი აფრიკული ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას ასევე იზიარებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის მრჩეველი, ილონ მასკი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში დაიბადა.

აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. სირილ რამაფოსას განცხადებით, სამხრეთ აფრიკა კონსტიტუციური დემოკრატიაა, სადაც კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპები მოქმედებს, ხოლო ხელისუფლებას მიწა არავისთვის წაურთმევია. ანალოგიურად ფიქრობს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რონალდ ლამოლა, რომელიც იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება გამოძიების პერიოდს სამხრეთ აფრიკის შიდა პოლიტიკაში უკეთ გასარკვევად გამოიყენებს.

სამხრეთ აფრიკის მთლიანი შიდა პროდუქტი $406 მილიარდი დოლარია, ანუ ამ მაჩვენებლით ის აფრიკაში მესამე და მსოფლიოში 37-ე ადგილს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოვლათი დაახლოებით $6,500-ის ტოლია. ბოლო წლებში, სამხრეთ აფრიკაში პრობლემად იქცა უმუშევრობა, რომელიც დაახლოებით 32%-ზე არის შენარჩუნებული, მაგრამ ინფლაციის 2.9%-იანი მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ის მინერალურ რესურსებზე, წარმოებაზე და სერვისებზე დგას. ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ვხვდებით ოქროს, პლატინას, ქვანახშირს და ბრილიანტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები