მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა დაამტკიცა, რომ ამერიკაა, ახლა ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ მათი მეგობრები ვართ - ჭყონია

ბიზნესმენი

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ამერიკასთან ურთიერთობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ამ ქვეყანასთან კავშირების გაუმჯობესებისთვის, საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა. რაც შეეხება აშშ-ში ექსპორტის ზრდას, თემურ ჭყონიას თქმით, ეს დაკავშირებულია ხარისხთან და დისციპლინასთან.

"იქნება ხარისხი და დისციპლინა, იქნება შემოსავლები და ექსპორტი... ბაზარზე ნდობა უნდა მოვიპოვოთ, იმიტომ რომ პროდუქციას, რომელიც საქართველოში იწარმოება, განსაკუთრებით ღვინის მიმართულება რომ ავიღოთ, დიდი პერსპექტივა აქვს", - განაცხადა ბიზნესმენმა.

გარდა ამისა, თემურ ჭყონიამ USAID-ის პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა არამხოლოდ ფინანსურად, არამედ სხვა კუთხითაც.

„USAID-ის პროგრამები მარტო ფინანსები არაა, ეს არის რჩევები და ახალი ტექნოლოგიები. ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, იყო იმ დროისთვის მოთხოვნადი, მაგრამ მსოფლიო იცვლება და მოთხოვნილებაც იზრდება. საჭიროა წარმადობის გაზრდა და უამრავი თემაა კიდევ. [აშშ-ის] ელჩმა რომ თქვა $6 მილიარდია, წარმოიდგინეთ რამხელა ინვესტიციები აქვს საქართველოში ამერიკას ჩადებული.

საჭიროა, მაქსიმალური ურთიერთობა ერთმანეთთან, მხოლოდ დეკლარირება იმისა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, არ არის საკმარისი. ამერიკამ უკვე დაამტკიცა რომ ამერიკაა, ახლა ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ მათი მეგობრები ვართ. ჩვენ უფრო მეტი დამტკიცება გვჭირდება, ვიდრე ამერიკას“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

32 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს $6 მლრდ-ზე მეტით დაეხმარა - რობინ დანიგანი