მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა ჰორმუზის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სტრატეგიული ობიექტები დაბომბა

ჰორმუზი

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, მაღალი პრიორიტეტის მქონე სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ოპერაციის მთავარ სამიზნეს ირანის მიწისქვეშა, გამაგრებული სარაკეტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

სარდლობის ცნობით, დარტყმებისას აშშ-ის ავიაციამ გამოიყენა GBU-72 Advanced 5K (A5K) ტიპის, 5 000-ფუნტიანი (დაახლოებით 2 260 კგ) მართვადი ბომბები, რომლებიც ე.წ. „ბუნკერების დამანგრეველთა“ კლასს განეკუთვნება.

„რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000 ფუნტიანი, ღრმად შეღწევადი საბრძოლო მასალა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე ირანის მიწისქვეშ გამაგრებულ სარაკეტო ობიექტებზე“, - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიში მიტანილი იქნა იმ სტრატეგიულ ბუნკერებზე, რომლებიც ჩვეულებრივი საავიაციო ჭურვებისთვის მიუწვდომელია. ამ ტიპის ობიექტებს ირანი, როგორც წესი, შეიარაღების შესანახად ან მაღალი დონის საკომანდო პუნქტებად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები