ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციებზე დროებითი შეღავათის ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიებმა რუსული ნედლი ნავთობის აქტიური შესყიდვა განაახლეს.
მოგეხსენებათ, ჩინური გიგანტები, მათ შორის: Sinopec, PetroChina და CNOOC, რამდენიმე თვის განმავლობაში თავს იკავებდნენ რუსული ნავთობის შესყიდვისგან, თუმცა ვაშინგტონის ბოლო გადაწყვეტილებამ მათთვის ბაზარი კვლავ გახსნა.
როგორც ცნობილია, ამჟამად მხოლოდ ჩინეთის მიმართულებით ათობით ტანკერი მოძრაობს, რომლებსაც დაახლოებით 30 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი გადააქვთ. ამასთან, შესყიდვები აღადგინა ინდოეთმაც, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში ერიდებოდა რუსულ ნავთობს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა 30-დღიანი ნებართვა, რომელიც იმპორტიორებს საშუალებას აძლევს შეიძინონ და ჩამოტვირთონ ის რუსული ნავთობი, რომელიც ზღვაში, ტანკერებზე იყო გაჭედილი და რომლის დატვირთვაც 12 მარტამდე მოხერხდა. თეთრი სახლის ეს ნაბიჯი, ცხადია, ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობით არის განპირობებული.




























