ამერიკამ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის შვილობილი კომპანია ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი აცხადებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ შვეიცარიაში დაფუძნებულ Rosneft Trading SA-ის და კომპანიის ხელმძღვანელს დიდიე კასიმიროს სანქციებს დაუწესებს და ანგარიშებს გაუყინავს.
BBC წერს, რომ აშშ ამ ნაბიჯით ვენესუელაზე ფინანსურ ზეწოლას ზრდის.
კომპანიას ბრალს სდებენ, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ეხმარება აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციებისგან თავის არიდებაში.
აღსანიშნავია, რომ აშშ პრეზიდენტ მადუროს რეჟიმს არალეგიტიმურად ცნობს და მას კორუფციასა და სისასტიკეში სდებს ბრალს.