მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო

სს

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეა რუსეთის ენერგეტიკის სფერო, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის “შემოსავლების ძირითად წყაროდ” მოიხსენიებს და სანქციებს უწესებს რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.

სანქციებს უწესებს ასევე 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები