მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა, სანქციებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ - მამუკა ხაზარაძე

ლელო - საქართველოსთვის
07.06.24 00:47
483

აშშ-მა, სანქციებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი მოსაზრებით, ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, რომ არჩევნებზე გამარჯვება საბოლოოდ გაფორმდეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა. ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ოცნების" ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს. ეს დაუშვებელია!ეს მომავლის ღალატია! ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ", - წერს იგი.

აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

მიიღეს თუ არა სანქცირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სანქციების შესახებ შეტყობინება? - მილერის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები