მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა შეიპყრო და ქვეყნიდან გაიყვანა ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო - დონალდ ტრამპი

ვენესუელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო.

აშშ-მა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ოპერაცია ამერიკის სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით ჩატარდა. დეტალებს მოგვიანების შეგატყობინებთ",- წერს ის.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადებას წინ ვენესუელას დედაქალაქ კარაკასსა და სხვა ქალაქებში ძლიერი დარტყმები უძღოდა. დაფიქსირდა აფეთქებები მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზების სიახლოვეს. ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ცნობისთვის, 1989 წლის პანამაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებას ამ მასშტაბის სამხედრო ოპერაცია ლათინურ ამერიკაში არ ჩაუტარებია.

აქვე უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ხელისუფლების გადატრიალებას თვეების განმავლობაში აანონსებდა. ამის ნაწილი იყო “კარტელ დე ლოს სოლესის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მის ხელმძღვანელად კი თავად მადუროს დასახელება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წყლების სიახლოვეს სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი, USS Gerald r. Ford-ი განათავსა. პარალელურად, გაანადგურა არაერთი კატერი, რომელიც, “ომის დეპარტამენტის” მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებების ამერიკაში შეტანას ცდილობდა.

ვრცელდება პირველი ფოტო, რომელიც დაკავებულ მადუროს ასახავს (ფოტოს ავთენტურობა საჭიროებს დადასტურებას).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები