მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა უკრაინას $13 მილიონის ელექტრო გენერატორები გაუგზავნა

63984b3412da1
გიორგი თოლორდავა
13.12.22 19:00
453
რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინას 13 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის გენერატორები და სპეციალური მოწყობილობები გაუგზავნა.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დახმარება მხოლოდ პირველი პაკეტია და უახლოეს მომავალში აშშ დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარის მოწყობილობების გაგზავნასაც გეგმავს.

კიევსა და უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად, კრიტიკულად დაზიანდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.

ცივი ზამთრისა და მუდმივი თავდასხმის ფონზე, გენერატორები უკრაინის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია, რომელთა დახმარებით ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები