ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფებმა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული მე-6 ნავთობტანკერი “ვერონიკა” დააკავა.
გაიანას დროშის ქვეშ მცურავი გემი სამხედროებმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული “სანქცირებული ხომალდების კარანტინის” განკარგულების დარღვევის მიზეზით დააკავეს. როგორც აშშ-ს ჯარების სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, დაუშვებენ მხოლოდ იმ ნავთობტანკერების ექსპორტს, რომლებიც ვენესუელას გარდამავალი ხელისუფლების მიერ იქნება ლიცენზირებული.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელას ექსპრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად, დღეში 400,000 ბარელამდე შემცირდა და ვაჭრობა მხოლოდ ამერიკულ ნავთობგიგანტ Chevron-თან დაკავშირებული ხომალდებით ხორციელდება. ყველა სხვა გემი კი “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად აღიქმება და აშშ-ის ჯარების მიერ დაკავებას ექვემდებარება. როგორც ირკვევა, ამჟამად საერთაშორისო წყლებში ვენესუელასთან დაკავშირებული, სანქცირებული ათასამდე ხომალდი მოძრაობს.




























