აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების ესკალაციას.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუკი რუსეთი უკარინაში შეჭრის მიმართულებით კიდევ გადადგამს ნაბიჯებს, აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები აუცილებლად უპასუხებენ და ეს რუსეთს საკმაოდ ძვირი დაუჯდება.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან უკარინაში შეჭრის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა გააურესებს ადამიანების მდგომარეობას და დაამძიმებს თავად რუსეთის პოზიციას.
„პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიო იყო პრეზიდენტ პუტინთან, რომ ერთი მხრივ, აშშ რჩება დიპლომატიური საუბრისთვის მზად, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მეორე მხრივ, მზადაა სხვა სცენარებისთვისაც“, - ნათქვამია "თეთრი სახლის" განცხადებაში.




























