”ეს შეზღუდვები მნიშვნელოვანია, რადგან აშკარად რთულია ფრენის გაგრძელება, თუ არ შეგიძლია შენი თვითმფრინავების მომსახურება,” - განუცხადა ჟურნალისტებს მეთიუ აქსელროდმა, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწემ.
მისი თქმით, ამ სანქციების შედეგად, ავიაკომპანიები საკუთარი თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას ვეღარ შეძლებენ, რაც დროთა განმავლობაში მათი ოპერირების შეჩერებას გამოიწვევს.
პარალელურად, რუსეთში რჩება 400-ზე მეტი თვითმფრინავი, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს დასავლური კომპანიებისგან ჰქონდათ ლიზინგით აღებული და რომელთა უკან დაბრუნებასაც დასავლეთი მოითხოვს. ამ თვითმფრინავების ჯამური ღირებულება $10 მილიარდს აღემატება, თუმცა სანქციების გათვალისწინებით აღნიშნულ თვითმფრინავებს უცხოეთში გაფრენის შესაძლებლობა არ აქვთ.




























