ამერიკული გამოცემა The Hill წერს, რომ ომის დაწყებიდან აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება $75.5 მილიარდს აჭარბებს. აქ შედის როგორც ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება.
უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ დოლარის გამოყოფა გასულ კვირაში კიევში ჩასულმა აშშ-ის პრეზიდენტმაც დააანონსა, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ყველასთვის მოულოდნელად ეწვია. ვიზიტად მყოფმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ აშშ ბოლომდე უკრაინის გვერდით იქნება.
Financial Times წერს, რომ უკრაინას დასავლეთის მიერ გაცხადებული ფინანსური დახმარების მხოლოდ ნახევარი აქვს მიღებული. გამოცემის თანახმად, ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას ჯამში დაახლოებით 30 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აღუთქვეს, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტს დაახლოებით 17.5 მილიარდი დოლარს უკრაინამდე ჯერ არ მიუღწევია, სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური პროცედურების გამო.
Fox News-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხული ამერიკელების ნახევარი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მომხრეა "სანამ საჭირო იქნება".