მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლინკენი NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის პაკეტის წარდგენას აანონსებს

6488246060156
მარიამ ვარადაშვილი
13.06.23 12:11
614
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს შესთავაზებს. ალიანსის სამიტი ლიეტუვაში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.

“სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული სიძლიერე არის ის საკითხები, რაც უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩეს, არამედ იმისთვის, რომ წინსვლა გააგრძელოს. ვფიქრობ, შეიძლება ელოდოთ NATO-ს სამიტზე უკრაინის მომავალი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტის ხილვას. უკრაინელ ხალხსა და ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს გრძელვადიანი”,-განაცხადა ბლინკენმა.

რამდენიმე კვირის წინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება.

კითხვაზე - რას აკეთებს ალიანსი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის კუთხით, სტოლტენბერგი პასუხობს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რაც გაერთიანების მეხუთე მუხლია, მხოლოდ წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

“ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება და ამის შესახებ ქვეყნის ლიდერებმა გასული წლის ივნისში გამართულ მადრიდის სამიტზეც განაცხადეს. ქვეყნები ასევე თანხმდებიან, რომ უკრაინის და მათი გადასაწყვეტია როდის დადგება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების სწორი დრო. ეს მათი გადასაწყვეტია და არა მოსკოვის ან პუტინის. პუტინი ალიანსის გაფართოების საკითხს ვეტოს ვერ დაადებს",-განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები