მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს მხრიდან სანქციებში დიდი ბუნდოვანებაა - ირაკლი ქადაგიშვილი

სს

აშშ-ს მხრიდან სანქციებში ძალიან დიდი ბუნდოვანებაა - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„აშშ-ს უფლება აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მათი ეროვნული ინტერესი, მათი სანქცია და კანონმდებლობა გავრცელდეს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში სანქციებს, ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება, რადგან სანქციას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მოიგონეს, რომ რაღაც კანონს დაარქვან რუსული და იფიქრეს, რომ სიტყვა რუსულს მაშინვე კეთროვანივით ყველა გაემიჯნება.

ამიტომ, გადაწყვიტეს საქართველოს ამ ლიბერალურ კანონს დაარქვან რუსული და ამით ზეწოლა მოახდინონ და შიდა ოპოზიციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მიეცემა საკვები, რომ რუსულის გარშემო ჩაწოდებული განცხადებებით ცოტა ხანი ისულდგმულონ. აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციების მიზეზად დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები