მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სა და გაერთიანებული საამიროების საერთო ფონდში ფინანსები $17 მილიარდამდე გაიზარდა

ფფ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთო ფონდი, რომელიც მსოფლიოში ეკომეგობრული მიწათმოქმედების განვითარებას მოხმარდება, $17 მილიარდამდე გაიზარდა - ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეროს კლიმატის სამიტზე თავად განაცხადეს.

“სოფლის მეურნეობის ინოვაციის მისია კლიმატისთვის” - ასე ეწოდება პროგრამას, რომელიც ქვეყნებმა 2021 წელს COP26-ის ფარგლებში წამოიწყეს. ფონდის დაფინანსება კი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისგან, კერძო კომპანიებისა და NGO-ებისგან მოდის.

ანთროპოგენური სათბურის აირების ემისიათა ⅓ გლობალურად სწორედ საკვებისა და ფერმერთა ინდუსტრიიდან მოდის. 2021 წლის შემდეგ, პროგრამის ფარგლებში 80-მდე სხვადასხვა პროექტია დაანონსებული, რომელთა მიზანიც აგროკულტურის სფეროში კვლევების გაფართოება, მდგრადი მიწათმოქმედების პრინციპების დანერგვა და მეთანის ემისიების შემცირებაა.

ფონდში მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, $13 მილიარდი იყო შეგროვებული, ხოლო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ვაშინგტონში კლიმატის სამიტი გამართეს, დაფინანსება კიდევ უფრო გაიზარდა. ამჟამად $17 მილიარდიდან $12 მილიარდი მთავრობებისგან მოდის, $5 მილიარდი კი კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

COP28-ის ფარგლებში ასევე დააანონსეს 27 ახალი პროექტი, რომელთა ღირებულებაც $150 000-დან $500 მილიონამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები