გაეროს კლიმატის სამიტზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების გაუარესების თავიდან ასარიდებლად, წიაღისეული საწვავის გლობალური მოხმარების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია. Reuters-ის ცნობით, ეს უპრეცედენტო შეთანხმებაა, რომელიც საბოლოოდ ნავთობის ეპოქის დასასრულამდე მიგვიყვანს.
დუბაიში გამართული 2-კვირიანი მოლაპარაკებები, რომელთა მიზანიც მსოფლიო ინვესტორებისა და პოლიტიკოსებისათვის მკვეთრი სიგნალის გაგზავნა და წიაღისეული საწვავის შესამცირებლად კონსენსუსის მიღწევა იყო, შეთანხმებით დაგვირგვინდა, რომელიც, მეცნიერების შეფასებით, ერთადერთი იმედია კლიმატური კატასტროფების თავიდან ასარიდებლად.
შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი ქვეყნების ენერგოსისტემები წიაღისეული საწვავიდან განახლებად რესურსებზე “წესრიგითა და თანმიმდევრობითი” ნაბიჯებით გადავლენ და 2050 წლამდე წმინდა ნულოვან ნიშნულს მიაღწევენ. გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის მოცულობა 2030 წლისთვის გლობალურად უნდა გასამმაგდეს - რაც ქვანახშირის გამოყენებას შეამცირებს და დეკარბონიზებული ინდუსტრიებისთვის ტექნოლოგიური განვითარების სტიმულს გააჩენს.