აშშ-ის ადმინისტრაცია ფედერალური კვლევების დაფინანსების სისტემის მასშტაბურ რეფორმირებას იწყებს, რაც უნივერსიტეტების ნაცვლად ინდივიდუალური სტარტაპებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება და სამეცნიერო აღმოჩენების დაჩქარებაა.
გეგმის დეტალები თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისმა ახალ ანგარიშსა და მემორანდუმში წარადგინა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ინდივიდუალურ მკვლევრებს სამეცნიერო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და პროცესების დაჩქარება უკეთესად შეუძლიათ.
ამასთან, ახალი სახელმძღვანელო მითითებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყოველწლიური $200-მილიარდიანი ფედერალური კვლევისა და განვითარების ბიუჯეტის გადანაწილებას განსაზღვრავს.




























