მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ სანქციებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, დუმის 328 წევრს და Sberbank-ის CEO-ს უწესებს

623ca9118695a
ალა ისპირიანი
24.03.22 21:18
974
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მთავარი ხელშემწყობები დაასახელა. მასში შედის ათობით რუსული თავდაცვის კომპანია, რუსეთის სახელმწიფო დუმის 328 წევრი და რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელთაც სანქციები უწესდებათ. ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

OFAC-ი რამდენიმე კომპანიას ასახელებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ნაწილია და აწარმოებენ იარაღს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე, ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას გამოიყენება.

სანქციები უწესდებათ დუმის ასობით წევრსაც.

„რუსეთის დუმის წევრებმა მხარი დაუჭირეს კრემლის მცდელობებს დაერღვიათ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, - აღნიშნულია ხაზინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები დუმის 328 წევრს დაუწესდა.

გარდა ამისა, OFAC-ი Sberbank-ის ხელმძღვანელს, ჰერმან გრეფსაც ასახელებს, რომელიც პუტინის ახლო თანამოაზრეა.

„აშშ, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ხელს უშლის რუსეთის შესაძლებლობებს დააფინანსოს და აწარმოოს ომი და სისასტიკე უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის დუმა აგრძელებს პუტინის შეჭრის მხარდაჭერას, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების დახშობას, რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევას. ჩვენ მოუწოდებთ პუტინის გარემოცვაში მყოფებს, შეწყვიტონ ეს ყოველივე და დაგმონ ცივსისხლიანი ომი“, - თქვა ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები