მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაცემას გააგრძელებს

მარკო რუბიო

უცხოური დახმარების გაცემის 90-დღიანი პაუზის მიუხედავად, აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს. Reuters-ის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიიღო.

რუბიომ გამონაკლისის სახით სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებად განსაზღვრა: სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, საკვები, თავშესაფარი და ადმინისტრაციული ხარჯები დახმარების უზრუნველყოფისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, სანამ განიხილება შეესაბამება თუ არა ისინი მისი პოლიტიკის მიზნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები