მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ხორბლის მოსავალი გაიზარდა - ბირჟაზე მარცვლეულის ფასი ეცემა

ხორბალი

მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალს მოელიან, რასაც ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს.

ხორბალთან მიმართებით რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, რაც საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს.  ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 3.5%-ით იკლო და 5 დოლარი და 60 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 38%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ივლისის მიწურულს ბუშელის ფასი 7.60 დოლარს აღწევდა, რაც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებასთან იყო დაკავშირებული.

ამჟამად ბირჟაზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია ხორბლის მიწოდების გაზრდასთანაა დაკავშირებული, რასაც, თავის მხრივ, წელს აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული რეკორდული მოცულობის მოსავალი განაპირობებს.