მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა

ნავთობი აშშ

საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის ფედერაციის იზოლაციის ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნედლი ნავთობის მოპოვება რეკორდულად გაზარდა. 2023 წლის მოპოვების დღიურმა საშუალო მაჩვენებელმა 12.9 მილიონი ბარელი შეადგინა; დეკემბერში კი 14 მილიონი ბარელი დაფიქსირდა, რაც აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, პლანეტაზე ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი სწორედ ამერიკაა, რომელსაც საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია მოჰყვებიან, საშუალოდ 10-10 მილიონი ბარელით.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში ნავთობის მოპოვება თითქმის 20 წელიწადია იზრდება, თუმცა 2022 წლიდან მოპოვების ტემპი განსაკუთრებით დაჩქარდა, რაც პირდაპირ კავშირშია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან.

ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრესთან ერთად, ამერიკას კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, ეს მისი ტექნოლოგიური უპირატესობაა. ამერიკული კომპანიები ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს და ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ, რაც მათ ეფექტიანობას კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები