მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ კობახიძემ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით ახალი პროექტის წარდგენისას განაცხადა.

"უახლოეს მომავალში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება აშშ-ში ქალაქ სანფრანცისკოში, სილიკონის ველზე, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს განვითარებაში და იქნება ერთგვარი ხიდი ქართულ სტარტაპებს, წამყვან ვენჩერულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის", - თქვა კობახიძემ.

როგორც უკვე ცნობილია, ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაშიც აშენდება. მთავრობამ პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ₾21-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

რა მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი? - პრეზენტაციის დეტალები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები