მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში სპორტულ ღონისძიებებზე განთავსებული ფსონების რიცხვი 100 მილიარდს გადააჭარბებს

აშშ ფსონები

ამერიკის სათამაშო ასოციაციამ (AGA) გამოაქვეყნა მონაცემები თუ რა თანხას ათავსებენ ამერიკელები ფსონად სპორტულ ღონისძიებებზე. ცნობილია, რომ მესამე კვარტალში ამერიკელებმა 23 მილიარდი დოლარი განათავსეს ფსონად, რაც 32,7%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.

მთლიანად კი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით მაჩვენებელმა 79 მილიარდს მიაღწია, რაც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაზრდილი შედეგია. მზარდი მაჩვენებელი დიდწილად განპირობებულია ისეთი შტატების დამსახურებით, როგორიცაა მასაჩუსეტსი და ოჰაიო, რომლებმაც სპორტული ფსონების განთავსება ლეგალურად წელს დაუშვეს.

ამერიკის სათამაშო ასოციაციის განცხადებით ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2023 წლის ბოლოს ფსონების რიცხვი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გაზრდილი ფსონები მნიშვნელოვნად არ აისახა სამორინეთა ოპერატორების შემოსავლებზე. ქვეყნის მასშტაბით მათმა ანაზღაურებამ ჯამურად 7 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როდესაც 2022 წელს თითქმის იდენტური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს ნიუ-იორკის შტატმა ონლაინ სპორტული ფსონების განთავსება ლეგალური გახადა, ის ინარჩუნებს ინდუსტრიის საუკეთესო შედეგებს. 2022 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკი გახდა პირველი შტატი, რომლის შემოსავალმაც სპორტული ფსონებით მხოლოდ ერთ თვეში 2 მილიარდს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები