მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში უმუშევრობის დონე გაიზარდა

jobs

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 3.9%-მდე გაზარდა, რაც 2022 წლის იანვრის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში სულ 150,000 სამუშაო ადგილი შექმნა, ნაცვლად პროგნოზირებული 170,000-ისა და წინა თვეში დაფიქსირებული 297,00-ისა.

ექსპერტების შეფასებით, სამუშაო ძალის სტატისტიკის გაუარესება პირდაპირ კავშირშია ფედერალური რეზერვის მიერ გატარებულ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან, რომელმაც მდინარე კვირას რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5.5%-იან ნიშნულზე დატოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის სტატისტიკა თავად FED-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინდიკატორია, რომლის ზრდა ცენტრალურ მარეგულირებელს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები