პენტაგონმა საჰაერო თავდაცვის სისტემა (NASAMS) შესაძენად ხელი მოაწერა 182.2 მილიონის ღირებულების კონტრაქტს Raytheon Co-სთან. კონტრაქტის ფარგლებში აშშ უკრაინას ახალ შეიარაღებას მიაწვდის.
NASAMS-ის სარაკეტო სისტემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 24 აგვისტოს გამოყოფილი 3-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.
NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.
როგორც ახალი პაკეტის ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულია, უზრუნველყოს უკრაინა დამატებით ექვსი NASAMS-ით, ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობისთვის.




























