მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს - ბაიდენი

63a3960290b68
ალა ისპირიანი
22.12.22 03:00
573
აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს თქვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით,ჟურნალისტის კითხვის პასუხად კომენტარი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.

"რა არის ჩემი "მესიჯი" პუტინისთვის? მე აქ ვდგავარ, აშშ-ში, პრეზიდენტი ბაიდენის გვერდზე, რადგან მას პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტს, როგორც პიროვნებას, როგორც ადამიანს. ჩემთვის ეს ისტორიული მომენტია. შემიძლია "მესიჯი" გავუგზავნო პრეზიდენტ ბაიდენს. მაგალითად, სერიოზული რომ არ ვიყოთ, იკითხეთ, რა მოხდება პატრიოტების დამონტაჟების შემდეგ. ამის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენს გავუგზავნით მორიგ სიგნალს, რომ მეტ პატრიოტს ვისურვებდით. ესაა ჩვენი ცხოვრება, ომში ვართ, ბოდიში, მართლა ბოდიში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით $1,85 მილიარდის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში 21 დეკემბერს ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ის აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები