მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინისთვის $13.6 მილიარდის დახმარებას გამოყოფს

6228d5b699873
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.22 20:30
965
აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით 13.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს.

ეს თანხა იქნება 1.5-ტრილიონიანი საბიუჯეტი პაკეტის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის ბოლომდე აშშ-ის ფედერალური სააგენტოების ხარჯებს დაფარავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად კონგრესს 10 მილიარდის გამოყოფა სთხოვა; გუშინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 12 მილიარდის დახმარება განიხილებოდა, დღეს კი კონგრესში გამართულ მოლაპარაკებებზე თანხა კიდევ ერთხელ 13.6 მილიარდამდე გაიზარდა.

თანხის ნაწილი უკრაინიდან გასული დევნილების ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება და მას აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები