მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ ვენესუელაში საელჩოს გახსნისთვის მზადებას იწყებს

ვენესუელა და აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კარაკასში მდებარე დახურული საელჩოს გახსნისთვის მზადების პროცედურა დაიწყო.

უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლობის მთავარი სიმბოლო 2019 წელს მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად შტატებმა არა ნიკოლას მადურო, არამედ მისი ოპოზიციონერი კონკურენტი, ხუან გუაიდო ცნო. 2019 წლიდან ვენესუელაში შტატების ინტერესებს კოლუმბიაში მდებარე საელჩო იცავდა. როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატის, მარკო რუბიოს უწყებაში აცხადებენ, საელჩოს აღდგენა ვაშინგტონს ვენესუელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების დაწყების, ასევე ქვეყანაში აშშ-ის პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს ხელახლა გახსნაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და რუბიოს უწყება დასტურის მიღებას პრეზიდენტ ტრამპისაგან მოელის. თავად შტატების ლიდერი კი არ უარყოფს, რომ მადუროს დაკავების შემდეგ თეთრი სახლის დაინტერესება კარაკასში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მიმართ გაიზარდა. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეფასებით, ოფიციალურ კარაკასთან დისტანციურად კომუნიკაციაზე ეფექტური პირდაპირი დიპლომატიური ხაზის არსებობა იქნება, თუმცა საგარეო საკითხებში შტატების მთავარ წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, განიხილება თუ არა კონტაქტების დამყარება მადუროს ადგილმონაცვლე დელსი როდრიგესთან და მის გუნდთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები